ონლაინ კალკულატორის საშუალებით , შესაძლებელია დეტალური ფასწარმოქმნის ნახვა, რისგან შედგება გაზის ფასი, რა ახდენს გავლენას გაზის ფასის ცვლილებაზე და სხვ.
Category Archives: სიახლეები
შეტევა თხევადი გაზის ბიზნესზე, თუ სამართლიანი თამაშის წესები საწვავის ბაზარზე?
პარლამენტის მიერ მიღებული კანონი არ აკმაყოფილებს ევროკავშირის დირექტივას
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი (1182-IIს და N6343-IIს) არ აკმაყოფილებს ევროკავშირის დირექტივის (2003/96/EC) „ენერგო პროდუქტების დაბეგვრის შესახებ“ არცერთ მოთხოვნას, რომლის შესრულების ვალდებულება საქართველოს აღებული აქვს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების შეთანხმების მიხედვით (200/42 ) 1. როგორც დასაბეგრი პროდუქტის საზომ ერთეულს.2. პროდუქტებს შორის არსებულ დაბეგვრის თანაფარდობას.3. დასაბეგრი პროდუქტის დანიშნულების მიხედვით დაბეგვრას. რაც იწვევს უთანასწორო კონკურენციას, ციფრებით მანიპულირების შესაძლებლობას, მოსახლეობის […]
მსხვილი ბიზნესის მიერ სახელმწიფოს ხელით მოკლული მცირე ბიზნესი
ევროპული ნორმების დანერგვის სახელით, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომელიც რეალურად ნავთობკომპანიებს საავტომობილო საწვავის ბაზარზე კონკურენტი თხევადი გაზის კომპანიების შევიწროებაში ეხმარება და არაფერი აქვს საერთო ევროპულ პრაქტიკასთან. ნავთობკომპანიების მოთხოვნის საფუძველზე კიდევ ერთხელ გაიზარდა თხევადი გაზის აქციზი. მანამდე აქციზი 2017 წელს გაიზარდა, როცა დაბეგვრის ორეტაპიანი სისტემა შემოიღეს. პირველ ეტაპზე იმპორტირებული თხევადი გაზი 120 ლარით […]
თხევადი გაზის სფეროს ანალიზი 2020
თხევადი გაზის სფეროს ანალიზი 2020 საქართველოში თხევადი გაზის ბიზნესი ღრმა კრიზისშია! საქართველოს თხევადი გაზის ასოციაციამ 2020 წლის განმავლობაში არაერთხელ გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რა უარყოფითი შედეგები მოჰყვებოდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს თხევადი გაზის აქციზებთან დაკავშირებით. ცვლილებების თანახმად, 2017/2020 წლებში არაერთხელ შეიცვალა თხევადი გაზის აქციზებთან დაკავშირებით დაბეგვრის რეჟიმები და აქციზის განაკვეთები. 2020 წელს, იმპორტისა […]
მსოფლიო თხევადი გაზის ასოციაცია „WLPGA” კონკრეტული ქვეყნების მაგალითებზე დაყრდნობით გვთავაზობს დეტალურ ანალიზს რატომ და როგორ უნდა წახალისდეს მთავრობათა მიერ თხევადი გაზის პოლიტიკა
მსოფლიო თხევადი გაზის ასოციაცია „WLPGA” კონკრეტული ქვეყნების მაგალითებზე დაყრდნობით გვთავაზობს დეტალურ ანალიზს რატომ და როგორ უნდა წახალისდეს მთავრობათა მიერ თხევადი გაზის პოლიტიკა(https://bit.ly/3qwp9mF)ძირითადი მიზეზი, რის გამოც ბევრ ქვეყანაში მთავრობათა მიერ ხდება თხევადი გაზის გამოყენების აქტიური წახალისება არის გარემო. კერძოდ, გარემოსდაცვითი საქმიანობით ჩატარებული კვლევების მიხედვით დასტურდება, რომ თხევადი გაზი არის ის ეფექტური ალტერნატიული საშუალება, რაც, გარემოს გაფრთხილების […]
თხევადი გაზი ერთ-ერთ ყველაზე მოხმარებადი, სუფთა და უსაფრთხო ალტერნატიული საწვავია
ევროპის თხევადი გაზის ასოციაციის „Liquid Gas Europe” 2020 წლის მონაცემებით, თხევადი გაზი ერთ-ერთ ყველაზე მოხმარებადი, სუფთა და უსაფრთხო ალტერნატიული საწვავია, რომელიც, დღევანდელი მდგომარეობით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ითვლის დაახლოებით 31,000 ავტოგასამართ სადგურს და 8 მილიონ სატრანსპორტო საშუალებას.ასოციაციის განცხადებით, მანამ სანამ მსოფლიო საავტომობილო ბაზარზე ელექტრო ავტომობილები დაიკავებენ დომინანტურ პოზიციას, დღევანდელ რეალობაში სწორედ თხევადი გაზი არის ის საუკეთესო […]
საქართველოში თხევადი გაზის ბიზნესი ღრმა კრიზისშია
თხევადი გაზის დაბეგვრის წესის ცვლილებამ ამ ტიპის საწვავზე მოთხოვნა შეამცირა
თხევადი გაზის დაბეგვრის წესის ცვლილებამ ამ ტიპის საწვავზე მოთხოვნა შეამცირა.თითქმის განულებულია მოთხოვნა ავტომობილში თხევადი გაზის სისტემის დამონტაჟებაზეც. საწვავის მსხვილი იმპორტიორები კი ბაზრის გაჯანსაღებაზე საუბრობენ და ნავთობპროდუქტებისა და გაზის სექტორში დამატებითი რეგულაციების საჭიროებას ხედავენ
„თხევად გაზზე ავტომობილების გადაყვანა უკვე აღარ ხდება, შეიძლება ითქვას, რომ 3-5%-მდე არის ჩამოსული“
„თხევად გაზზე ავტომობილების გადაყვანა უკვე აღარ ხდება, შეიძლება ითქვას, რომ 3-5%-მდე არის ჩამოსული“, -ამის შესახებ თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკა ხოფერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზია ის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო. საქმე ეხება თხევადი აირის აქციზის ფასის ზრდას. კერძოდ, თხევადი გაზის ორეტაპიანი აქციზის დაბეგვრა გაუქმდა (120 ლარი პლიუს 180 ლარი) […]