თხევადი გაზი ერთ-ერთ ყველაზე მოხმარებადი, სუფთა და უსაფრთხო ალტერნატიული საწვავია

ევროპის თხევადი გაზის ასოციაციის „Liquid Gas Europe” 2020 წლის მონაცემებით, თხევადი გაზი ერთ-ერთ ყველაზე მოხმარებადი, სუფთა და უსაფრთხო ალტერნატიული საწვავია, რომელიც, დღევანდელი მდგომარეობით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ითვლის დაახლოებით 31,000 ავტოგასამართ სადგურს და 8 მილიონ სატრანსპორტო საშუალებას.
ასოციაციის განცხადებით, მანამ სანამ მსოფლიო საავტომობილო ბაზარზე ელექტრო ავტომობილები დაიკავებენ დომინანტურ პოზიციას, დღევანდელ რეალობაში სწორედ თხევადი გაზი არის ის საუკეთესო ალტერნატიული შესაძლებლობა მაქსიმალურად ეფექტურად შემცირდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ გარემოს დაბინძურება.
ევროპის თხევადი გაზის ასოციაციის მიმდინარე გეგმაა თხევადი გაზის ფინანსური წახალისება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა(http://bit.ly/3syxNms)
ამავდროულად სამომავლო გეგმაა BioLPG-ის განახლებადი საწვავის კომერციალიზაცია, რაც გამოირჩევა მომავალი ემისიების შემცირების კიდევ უფრო დიდი პოტენციალით და მიზნად ისახავს 2050 წლისთვის მსოფლიო მასშტაბით კარბონ-ნეიტრალური საწვავის მიწოდებას. (http://bit.ly/3oTf2Ic)