ევროპული ნორმების დანერგვის სახელით, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომელიც რეალურად ნავთობკომპანიებს საავტომობილო საწვავის ბაზარზე კონკურენტი თხევადი გაზის კომპანიების შევიწროებაში ეხმარება და არაფერი აქვს საერთო ევროპულ პრაქტიკასთან. ნავთობკომპანიების მოთხოვნის საფუძველზე კიდევ ერთხელ გაიზარდა თხევადი გაზის აქციზი. მანამდე აქციზი 2017 წელს გაიზარდა, როცა დაბეგვრის ორეტაპიანი სისტემა შემოიღეს. პირველ ეტაპზე იმპორტირებული თხევადი გაზი 120 ლარით […]