
თხევადი აირის გაძვირება სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს
ნიკა ხოფერია – თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელი, გადაცემაში “საქმე” პალიტრანიუსის ეთერში!

ნიკა ხოფერია – თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელი, გადაცემაში “საქმე” პალიტრანიუსის ეთერში!

მოგესალმებით, გვინდა განვმარტოთ ჩვენი პოზიცია. ბუნებრივი გაზი არის CH4, თხევადი გაზი არის C3N8, C4H10. როგორც ხედავთ, ისინი არის, ნახშირწყალბადები. მათი
LPG თხევად გაზზე მომუშავე ავტომობილი ნაკლებ მავნე ზემოქმედებას ახდენს გარემოზე განსხვავებით ბენზინის და დიზელის საწვავისგან, რომელთა მავნე გამონაბოლქვი აზიანებს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას.
თხევადი გაზი უსაფრთხო ალტერნატიული საწვავია, არ არის ტოქსიკური და არ იწვევს კოროზიას. უსაფრთხოა ავტომობილის გაზით გამართვის პროცესი და არ განსხვავდება ტრადიციული ბენზინის ან დიზელის საწვავით გამართვის პროცესისგან.
საავტომობილო თხევადი გაზს აქვს დაბალი ფასი, ნაკლები მავნე გამონაბოლქვი, მარტივია მანქანის გამართვის პროცესი და აქვს მაღალი გარბენის მარაგი.
თხევად გაზზე მომუშავე ავტომობილებს აწარმოებს 10 დან 7 მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ავტო წარმოებელი კომპანია.
LPG - თხევადი გაზი არის ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ალტერნატიული საწვავი მსოფლიოში, რომლის აქტიურად გამოყენების წახალისებას უწყობენ ხელს განვითარებული ქვეყნები.
ავტო გაზი, ელექტრო ჰიბრიდულ ტექნოლოგიასთან ერთად, განიხილება როგორც ტრადიციული მავნე საწვავის ჩანაცვლების მთავარ ალტერნატივად.