განმარტება თხევადი გაზის აქციზთან დაკავშირებით

მოგესალმებით, გვინდა განვმარტოთ ჩვენი პოზიცია. ბუნებრივი გაზი არის CH4, თხევადი გაზი არის C3N8, C4H10. როგორც ხედავთ, ისინი არის, ნახშირწყალბადები. მათი წვის შედეგად გამოიყოფა წყალი და ნახშირორჟანგი. შესაბამისად საუბარი თითქოს თხევადი გაზი უფრო მავნე ზეგავლენას ახდენს გარემოზე ტყუილი და დეპუტატების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.რაც შეეხება აქციზურ გადასახადს, 1000 კილოგრამ თხევად გაზზე და 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზზე …

ღია წერილი საქართველოს პარლამენტის წევრებს

პატივცემულო დეპუტატებო, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს ბიზნეს ასოციაციის მიერ შემოტანილი კანონპროექტის განხილვა თხევადი გაზის აქციზის მომატებასთან დაკავშირებით. გვინდა თქვენი ყურადღება მივაქციოთ ამ კანონპროექტის რამოდენიმე ასპექტს. პროექტის ავტორებს უნდათ აქციზის გაზრდა, რაც თავისთავად გამოიწვევს თხევადი გაზის (LPG) საბოლოო მომხმარებლებზე მისაწოდებელი ფასის მატებას. როგორც იცით, თხევადი გაზი (LPG) არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ხდება ბენზინზე …

ვის ინტერესშია თხევადი გაზის დაბეგვრის წესის შეცვლა

ნიკა ხოფერია – თხევადი გაზის ასოციაციის თავმჯდომარე, სტუმრად ტელეკომპანია ფორმულაში. რა ხდება საწვავის ბაზარზე და ვის ინტერესშია თხევადი გაზის დაბეგვრის წესის შეცვლა;

რა ხდება თხევადი გაზის ბაზარზე? BAG ბიზნეს ასოციაცია VS თხევადი გაზის ასოციაცია

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია არის დიდი ორგანიზაციების გაერთიანება, რომელიც ამ სფეროში არ ოპერირებენ. ისინი არიან კონკურენტი სფეროს – ბენზინის, დიზელის და ბუნებრივი გაზის იმპორტიორები. რატომ უნდა ჰქონდეთ თხევადი გაზის ბაზრის განვითარების ინტერესი, მე არ მესმის. ბუნებრივია, ლობირებენ თავიანთ ინეტერსს და ამაში განსაკუთრებული არაფერი არის“, – აცხადებს ნიკა ხოფერია, თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელი.

მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა თხევად გაზის ბიზნესზე

BMG “მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა თხევად გაზის ბიზნესზე”, – ასე აფასებს საქართველოს ბიზნეს ასოციციის მიერ 30 აპრილს გავრცელებულ განცხადებას, თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკა ხოფერია.მისი განმარტებით, თხევადი გაზის იმპორტი ორი კოდით ხორციელდება საქონლის თვისობრივი განსხვავებიდან გამომოდინარე და 2711 კოდით (ნავთობის აირები და აირისებრი ნახაშირწყალბადი) – შემოსული 1 ტონა თხევადი გაზის მოცულობა 2 000 ლიტრს შეადგენს, ხოლო …

ინფორმაცია სავალდებულო ტექინსპექტირებასთან დაკავშირებით

გაცნობებთ რომ თხევადი გაზის ასოციაციის თავმჯდომარის ნიკა ხოფერიას სახელმწიფო სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, მოხერხდა თხევადი გაზის ინდუსტრიაში შექმნილი გაურკვეველი ვითარების დარეგულირება! სავალდებულო ტექინსპექტირების გასავლელად: აუცილებელია თხევადი გაზის სისტემის შემოწმების გავლა, რისი საფასურიც არის 50 – 60 ლარი და მოქმედებს 3 წლის განმავლობაში! შემოწმებას არ საჭიროებსთხევადი გაზის აირბალონი რომლის გამოშვებიდან არ არის გასული 5 წელზე მეტი!

შეჰყავთ თუ არა შეცდომაში აკრედიტირებულ ცენტრებს თხევად აირზე მომუშავე ავტომობილის მფლობელები?

ნიკა ხოფერია, გადაცემაში “საქმის კურსი” შეჰყავთ თუ არა შეცდომაში აკრედიტირებულ ცენტრებს თხევად აირზე მომუშავე ავტომობილის მფლობელები?  

ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა ხოფერიას განცხადება, თხევადი გაზის აირბალონის ტექნიკური შემოწმების შესახებ

თხევადი გაზის ასოციაციის თავმჯდომარის,  ნიკა ხოფერიას განცხადება, თხევადი გაზის აირბალონის და სისტემის ტექნიკური შემოწმების შესახებ