მსოფლიო თხევადი გაზის ასოციაცია „WLPGA” კონკრეტული ქვეყნების მაგალითებზე დაყრდნობით გვთავაზობს დეტალურ ანალიზს რატომ და როგორ უნდა წახალისდეს მთავრობათა მიერ თხევადი გაზის პოლიტიკა

მსოფლიო თხევადი გაზის ასოციაცია „WLPGA” კონკრეტული ქვეყნების მაგალითებზე დაყრდნობით გვთავაზობს დეტალურ ანალიზს რატომ და როგორ უნდა წახალისდეს მთავრობათა მიერ თხევადი გაზის პოლიტიკა(https://bit.ly/3qwp9mF)
ძირითადი მიზეზი, რის გამოც ბევრ ქვეყანაში მთავრობათა მიერ ხდება თხევადი გაზის გამოყენების აქტიური წახალისება არის გარემო. კერძოდ, გარემოსდაცვითი საქმიანობით ჩატარებული კვლევების მიხედვით დასტურდება, რომ თხევადი გაზი არის ის ეფექტური ალტერნატიული საშუალება, რაც, გარემოს გაფრთხილების მიზნით, ერთი-ორად აღემატება სხვა საწვავებს. საერთო გეზიც აღებულია იმ მიმართულებით, რომ არა მხოლოდ მაქსიმალურად შემცირდეს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება, არამედ უახლოეს მომავალში – ნულს გაუტოლდეს.
ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე დაყრდნობით, თხევადი გაზის ეფექტურობა და აქედან გამომდინარე გარემოზე ნაკლები ზემოქმედება განაპირობა ქვეყნების მთავრობათა მნიშვნელოვანმა ქმედებებმა, რომელთაგან გამოირჩევა ალტერნატიული საწვავის ფინანსური წახალისება. წახალისება გამოიხატება აქციზის განაკვეთის შემცირებაში ან სრულ გათავისუფლებაში თუნდაც გარკვეული პერიოდის მანძილზე. მსგავსი მიდგომები განპირობებულია სწორედ იმ მნიშვნელოვანი ღირებულებით, როგორიც არის ადამიანის ჯანმრთელობა. სხვადასხვა ევროპის ქვეყნის მთავრობათა ქმედებებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ თხევად გაზზე აქციზის გადასახადის შემცირებამ ან სრულად გათავისუფლებამ განაპირობა არა მხოლოდ ალტერნატიული საწვავის გამოყენების ზრდა, არამედ მნიშვნელოვნად აამაღლა საზოგადოებაში ცნობიერების დონე, თუ რამდენად მარტივად არის შესაძლებელი ერთობლივად იზრუნო გარემოზეც (ნაკლებად დააბინძურო) და ალტერნატიულ საწვავზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალების მოხმარებით დაზოგო თანხები (https://bit.ly/3qwp9mF)