მოგესალმებით, გვინდა განვმარტოთ ჩვენი პოზიცია. ბუნებრივი გაზი არის CH4, თხევადი გაზი არის C3N8, C4H10. როგორც ხედავთ, ისინი არის, ნახშირწყალბადები. მათი წვის შედეგად გამოიყოფა წყალი და ნახშირორჟანგი. შესაბამისად საუბარი თითქოს თხევადი გაზი უფრო მავნე ზეგავლენას ახდენს გარემოზე ტყუილი და დეპუტატების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.
რაც შეეხება აქციზურ გადასახადს, 1000 კილოგრამ თხევად გაზზე და 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზზე უნდა იყოს ერთნაირი. ისმის კითხვა რატომ? განვმარტავთ, ევროკავშირი უწევს რეკომენდაციას თავის წევრ და ასოცირებულ ქვეყნებს, 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი, რომელიც არის 50 გეგაჯოული უნდა იბეგრებოდეს 130 (ლარით)(ევროთი). 1000 კილოგრამი თხევადი გაზი უნდა იბეგრებოდეს 125 (ლარით)(ევროთი) გადასახადი თითქმის ერთნაირია.
125 ლარი ვერანაირად ვერ უდრის 450 ლარს.
გამოსავალი არის, ბუნებრივი გაზის აქციზმა დაიწიოს 130 ლარამდე და თხევადმა 125 ლარამდე, ან ორივე იყოს 200 ლარი.
1000 მეტრ კუბი ბუნებრივი გაზი 200 ლარი
1000 კილოგრამი თხევადი გაზი 200 ლარი